სიღნაღი
სიღნაღი - „სიყვარულის ქალაქი“, კრამიტით გადახურული სახურავებით, ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების განსაცვიფრებელი ხედებით. ეს ადგილი ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა.
ქალაქში სეირნობისას ლამის ყოველ ნაბიჯზე შეგხვდება კაფეები, ღვინის ბარები და სუვენირების მაღაზიები. შეგიძლია, ქალაქის თავზე პარაპლანით იფრინო ან ზიპლაინით დაეშვა.
სიღნაღში და მის შემოგარენში საინტერესო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები მდებარეობს. მათ შორის აუცილებლად მოინახულე ბოდბის მონასტერი, რომელიც წმ. ნინოს მიერ IV საუკუნეშია დაარსებული.
თუ მხატვრობა გიყვარს, აუცილებლად დაათვალიერე სიღნაღის მუზეუმში გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (1862-1918) მდიდარი ფერწერული კოლექცია, მხატვრისა, რომლის ნამუშევრებს დღეს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები მასპინძლობენ.