რაბათის ციხე

რაბათის ციხე

რაბათის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს. იგი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება და ციხე-კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში რეგიონის პოლიტიკური, კულტურული და სავაჭრო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა.

ციხე ორ ძირითად დონედაა დაყოფილი. პირველ დონეზეა თავისუფალი სივრცე სადაც განთავსებულია ისტორიული ეზო, ლამაზად მოწყობილი ბაღი, რესტორანი და სხვადასხვა მაღაზიები. ამ ნაწილის მონახულება უფასოა და ვიზიტორებს შეუძლიათ თავისუფლად ისარგებლონ ინფრასტრუქტურით. მეორე დონე კი ძირითად ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მოსანახულებლადაც ბილეთის შეძენაა საჭირო.

კომპლექსის არქიტექტურული ანსამბლი სხვადასხვა ისტორიული პერიოდისა და განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების ერთიანობაა. მათ შორისაა IX-X საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური არქიტექტურით და ორნამენტებით.

კომპლექსის ქვეშ განთავსებულია მიწისქვეშა გვირაბების სისტემა, რომელიც ციხეს გარე სამყაროსთან აკავშირებდა და საჭიროების შემთხვევაში გაქცევის საშუალებას იძლეოდა.

კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დღესდღეობით ჯაყელების სასახლე, სადაც ამჟამად სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზია განთავსებული. მუზეუმში დაცულია 25 ათასზე მეტი ექსპონატი, პალეოლითის ხანიდან მე-20 საუკუნემდე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ.წ. VIII-VI ათასწლეულით დათარიღებული კრემაციული ძვლები, რაც ადასტურებს საქართველოში ისტორიულად ამ მეთოდით დაკრძალვის არსებობას. მუზეუმში ასევე ცალკე დარბაზია გამოყოფილი რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლების კულტურულ მემკვიდრეობის ნივთების გამოფენისთვის.