თელავი

თელავი

თელავი - რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც ცნობილია თავისი 900 წლის ჭადრით. აქ შეგხვდებათ სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლი, ნამოსახლარები, სასახლეების ნაშთები, ციხე-სიმაგრეები და განსაკუთრებული მნიშვნელობის ტაძრები. რაიონში მდებარეობს რამდენიმე კურორტი, სადაც გამაჯანსაღებელი და სასიამოვნო დასვენებაა შესაძლებელი.

თელავის ცენტრში ერთ-ერთი ლამაზი ქუჩა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს ატარებს. ქუჩა გამორჩეულია არქიტექტურით; აქ დგას შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლი - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; 

თელავი საქართველოს „ღვინის გზის“ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, ამიტომ არ უნდა გამოგრჩეს და უნდა ესტუმრო საოჯახო და დიდი ქარხნების ღვინის მარნებს. ისინი ქალაქშიც შეგხვდება და თელავის რაიონის სოფლებშიც.

ზოგიერთ საოჯახო მარნებში შემოგთავაზებენ ღვინის დეგუსტაციას, ეროვნულ კერძებსა და კახურ სუფრას კახური ფოლკლორული მუსიკის ფონზე.