დაშბაშის კანიონი & შუშის ხიდი
დაშბაშის კანიონი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში, სოფელ დაშბაშის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე. ბუნების ძეგლი მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს. მწვანეში ჩაფლული დაშბაშის ჩანჩქერი სამოთხისებური იდილიურობითა და სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს. კანიონის პოპულარობა იმითაცაა განპირობებული, რომ ფეხით გასავლელი მანძილი მცირეა და ნებისმიერ მსურველს მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ამ საოცარ ადგილს ესტუმროს. მართალია დაშბაშის კანიონის ყველაზე ცნობილი ადგილი სწორედ დიდი კასკადური ჩანჩქერია, თუმცა კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს და კიდევ მრავალი საინტერესო და ძალიან ლამაზი ადგილის ნახვა შეიძლება, თუკი ბოდიალისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ და რელიეფის სირთულეც არ გაშინებთ. კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა და თვალწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის. ხრამის ხეობაში ასევე გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის შექმნილი გამოქვაბულები. სოფელ დაშბაშთან ახლოს არის ულამაზესი ტყე, რომელიც შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია და აუცილებლად მიგიზიდავთ მოწესრიგებულობითა და სასიამოვნო ჩრდილებით, მით უმეტეს თუ ზაფხულის ცხელი დღე შეარჩიეთ მოგზაურობისთვის.
დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური:
კანიონზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება რეზიდენტი პირისთვის - 39 ლარი,
კანიონზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება არარეზიდენტი პირისთვის - 79 ლარი,
3 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ
ატრაქციები:
ბაიკ-ლაინი - 120 ლარი
გიგანტური საქანელა - 35 ლარიბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ!
> წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1.20 მ-ს.
> ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს.
> კანიონში ჩასასვლელი ბილიკის სიგრძე შეადგენს 1.8 კმ