სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები,უძველესი ხელნაწერები, ადრეული და გვიანი შუა საუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.